სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) საქართელოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა – ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში უკრაინელი ალექსეი ბორუტა დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლი მოიპოვა ვლადიმერ გამყრელიძემ. ხოლო პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება – ქართველის მეტოქე ნეიტრალური დროშით გამომსვლელი მაგომედ ყურბანოვი იქნება.