აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან  ტიტები და სანთლები მიიტანეს

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. მანამდე რამდენიმე მსვლელობა მოეწყო.

მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მოტანილი აქვთ ტიტები და სანთლები. გარდა ამისა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

9 აპრილის მემორიალთან ღამეს გაათენებენ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნეს.

მსგავსი თემები