დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” არანაირი ნიშანი არ აჩვენა, რომ ისინი ევროპულ გზას დაუბრუნდებიან.
კერძოდ, დოუთი გამოეხმაურა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის” (საია) დემოკრატიის დამცველის ჯილდოს გადაცემას.
დემოკრატიული უკუსვლის, უკანონო დაპატიმრებებისა და დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების თვეების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” არანაირი ნიშანი არ აჩვენა, რომ ისინი ევროპულ გზას დაუბრუნდებიან და საკუთარი ელექტორატის დემოკრატიულ სურვილებს დაიცავენ.
საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შემოაბრუნოს თავისი იზოლაციონისტური ქცევა” – განაცხადა დოუთიმ.