უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ კიევმა ჩამოაყალიბა აშშ-თან მინერალების მომავალი შეთანხმების ტექსტის საკუთარი ხედვა. როგორც მან აღნიშნა, კიევის პრინციპული პოზიციაა, შეთანხმება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს არ ეწინააღმდეგებოდეს.
„ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ჩვენი პოზიცია, ასევე ჩვენი ხედვა მომავალი შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით“ – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
მისი განცხადებით, მომავალი შეთანხმება უნდა იყოს ურთიერთმომგებიანი,