ბათუმში სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

„მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები