კონგრესმენმა ჯო უილსონმა რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსსა და რუმინეთში.
“ჩემი რწმენით, რასაც ვხედავთ არის ის, რომ კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად. რუს სამხედროებს რეალურად არასდროს არ დაუტოვებიათ მოლდოვაში მდებარე დნესტრისპირეთი. მათ უნდა დაეტოვებინათ [დნესტრისპირეთი], მაგრამ არ დატოვეს, ასე რომ, მოლდოვის ნაწილი აქვთ ოკუპირებული. დამატებით, ვიცით, რომ მათ არჩევნები გააყალბეს ბელარუსში”- აღნიშნა მან.
როგორც კონგრესმენი აცხადებს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ხოლო შემდეგ უკრაინაში.
“შემდეგ იყო საქართველოში შეჭრა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია. და შემდეგ იყო უკრაინაში შეჭრა, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 2014 და 2022 წლებში. და შემდეგ იყო ეროვნული არჩევნების გაყალბება საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც ძალისხმევა განხორციელდა ძალიან მამაცი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ჩასანაცვლებლად. ცოტა ხნის წინ, დავინახეთ ძალისხმევებს რუმინეთის არჩევნების გასაყალბებლად, მაგრამ, საბედნიეროდ, ის წარმატებული არ არის,” – განაცხადა უილსონმა.