აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღიარა, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში მან მიიღო მონაწილეობა.
„მე ერდოღანს მივულოცე და ვუთხარი, რომ ასეთი რამ უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია. თქვენ დაიპყარით სირია სხვადასხვა სახელით. მან მე, რა თქმა უნდა, მითხრა: „არა, არა, არა, არა, არა, ეს მე არ ვყოფილვარ“. მე მას ვუთხარი: „არა, ეს შენ იყავი. მაგრამ ყველაფერი რიგზეა“. მან მიპასუხა: „შესაძლოა, მე ვიყავი“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 2024 წლის 8 დეკემბერს სირიელი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ყველა მსხვილი ქალაქის აღების შემდეგ ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო. ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.