იტალიაში უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები გაიფიცნენ. პროტესტს 20-ზე მეტ ქალაქში ათასობით ადამიანი შეუერთდა.
დემონსტრანტები უკმაყოფილონი არიან პრემიერის და ევროკავშირის პოლიტიკით. მათ მიაჩნიათ, რომ იტალია და ევროკავშირი ზედმეტ თანხებს ხარჯავენ იარაღსა და სამხედრო პროექტებზე. ასევე, ისინი აპროტესტებენ განათლების ბიუჯეტის შემცირებასაც.