ძლიერი მიწისძვრის შედეგად მიანმარში 2 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათიათასობით უსახლკაროდ დარჩა. 2 აპრილს, მიანმარის დედაქალაქ ნაიპიტავში, სასტუმროს ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 26 წლის მამაკაცი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის სახელია ნაინგ ლინ ტუნგი. ის იპოვა და გადაარჩინა მიანმარისა და თურქეთის მაშველთა ერთობლივმა ჯგუფმა, რომელიც ათასობით დანგრეული შენობის ნანგრევებში მუშაობდა.
სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება, ნანგრევების ქვეშ მეტი ადამიანის პოვნისა და გადარჩენის იმედით.
(VIDEO) რა ვითარებაა მიწისძვრის ეპიცენტრში – მთავრობამ საგანგებო სხდომა ჩანიშნა