,,ირანის ირგვლივ ვითარება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო უარესდება” – ზახაროვა

„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება მრავალი წელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სამწუხაროდ, ვითარება არ სტაბილიზდება, ის უარესდება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თეირანი ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნასთან და აშშ ამას არ დაუშვებს.

მსგავსი თემები