უკრაინული მედიის ცნობით, ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი კიევში საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან, მაქსიმ პრევოსთან და ტეო ფრანკენთან ერთად ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ვიზიტის ფარგლებში ბელგიელი მინისტრები უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ.
„ეს სიმბოლური ჟესტი არ არის. ეს სოლიდარობის, იმედისა და ურყევი მხარდაჭერის მისიაა უკრაინელთა თაობებისთვის, რომლებიც თავისუფლებისა და მომავლისთვის იბრძვიან. ბელგია უკრაინის გვერდით დგას. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, – წერს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.