მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან ,,გაგრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.

,,უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები