„მოდით, დღეს დინამოს სტადიონზე რომ თამაშია, ერთად ვაგინოთ ამ ლაქია მოსამართლეს” – რომან გოცირიძე

„მოდით, დღეს დინამოს სტადიონზე რომ თამაშია, ერთად ვაგინოთ ამ ლაქია მოსამართლეს!“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ზვიად კუპრავასთვის 9 თვიანი პატიმრობის შეფარდებას.

„ზვიად კუპრავას 9 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს მოსამართლის შეურაცხყოფის გამო. სულ ერთ ადგილზე მკიდია მოსამართლეო, თქვა ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობის სასადილოში. დარბაზში კი არა, სხდომის მსვლელობის დროს, არამედ სასადილოში. შენობის სასადილოში კი არა, მოპირდაპირე ქუჩის სასადილოში რომ ეგინებინა, იქნებოდა დანაშაული? ეს აბსურდული გადაწყვეტილება ქმნის მეტად სახიფათო პრეცედენტს მართლმსაჯულებაში. მოდით, დღეს დინამოს სტადიონზე რომ თამაშია, ერთად ვაგინოთ ამ ლაქია მოსამართლეს! აქაც ვაგინოთ. ვნახოთ, სადამდე ვრცელდება ”მოსამართლის შეურაცხყოფის” არეალი”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება.

მსგავსი თემები