აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინელებმა აჩვენეს ცეცხლის შეწყვეტის სრული სურვილი და საკმაოდ მალე რუსებსა მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება.
“საბოლოოდ, პუტინს მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება; რუსეთის ფედერაციას მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, უკრაინელებმა აჩვენეს სურვილი შევიდნენ, მაგალითად, სრულ ცეცხლის შეწყვეტაში, რათა სივრცე შექმნან მოლაპარაკებისთვის. რაღაც მომენტში ძალიან მალე – ექვს თვეში არა – რუსებსა და პუტინს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, სერიოზულები არიან თუ არა მშვიდობაზე, და ვიმედოვნებ, რომ სერიოზულები არიან. მსოფლიოსთვის კარგი იქნება თუ ეს ომი დამთავრდება,” – განაცხადა რუბიომ.