თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა

თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელსაც ქარხნის თანამშრომლები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

მსგავსი თემები