“მივმართავ მედიას, რომ დაიცვათ ფარმან ჯეირანლის და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე“ – ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი, კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი საპატიმროს 20 აგვისტოს ტოვებს, თუმცა, შესაძლოა, ეს საქმე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის კიდევ ერთი ხმაურიანი თემა აღმოჩნდეს. საუბარია იმაზე, რომ საპატიმროდან გამოსვლისთანავე, ის, იქვე, საექსტრადიციო პატიმრობისთვის ისევ დააკავონ, რასაც საქართველოსგან აზერბაიჯანული მხარე ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯეირანლის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და მედიას მისი სიცოცხლის დაცვა სთხოვეს.

„მივმართავთ ჟურნალისტებს, ტელევიზიებს, რომ დავეხმაროთ ფარმან ჯეირანლის მისი სიცოცხლე იყოს დაცული. გთხოვთ როგორც მე, ისე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ჩვენი კოლეგები, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე“ – აღნიშნა თამარ ბოსტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

უფლებადამცველის ინფორმციით, ფარმან ჯეირანლიმ 20 აგვისტოს საპატიმრო უნდა დატოვოს, რადგან სასჯელის ვადა ეწურება: „გვაქვს უტყუარი ინფორმაცია და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ექსტრადირებას უპირებენ აზერაიჯანის რესპუბლიკაში და მისი სიცოცხლე არის საფრთხეში. ასევე, საფრთხეშია მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეც. ფარმან ჯეირლანრი არის რეალურად პოლიტ პატიმარი. არ შეიძლება მოხდეს პირის ექსტრადაცია თუ არ იქნა შესწავლილი გარემოება, ის გარემოება რომელშიც იმყოფება ეს პიროვნება. ის დაბადებული და გაზრდილია სოფელ იურმუღალოში. საქართველოში განხორციელებული აქვს 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და კლინიკაში 600-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული“.

შეგახსენებთ, რომ კლინიკა ლანცეტის დამფუძნებელი 2017 წლის მაისში თაღლითობის მუხლით დააკავეს.

მსგავსი თემები