წელს საქართველოს ოსკარზე დიტო ცინცაძის ფილმი – “შინდისი” წარადგენს

2008 წლის აგვისტოს ომსა და შინდისის გმირებზე გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარი ოსკარზე წარსადგენად შეირჩა. რეალურ ამბავს 17 ქართველ ჯარისკაცსა და რუსეთ-საქართველოს ომის მძიმე რეალობას, სულ მალე მთელი მსოფლიო გაიგებს.

რეჟისორ დიტო ცინცაძის ნამუშევარი სპეციალურმა კომისიამ დღეს, ხმათა უმრავლესობითა და ფარული კენჭისყრით შეარჩია.

ქართველი რეჟისორის ”შინდისი” ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაზე გაიგზავნება და იმ შემთხვევაში, თუ ის ფინალში მოხვდება, ოსკარის 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ქართველი მაყურებელი პირველად ”შინდისს” 20 სექტემბერს, ბათუმში ნახავს. თბილისური პრემიერა კი ამავე თვის ბოლოს იგეგმება. 

მსგავსი თემები