რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქვეყნის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შესახებ ცნობები ინფორმაცია, აშშ-ს, გაერო-ს და ეუთო-ს გადასცა. ლავროვი ამბობს, ფაქტი არსებული მორატორიუმის დარღვევაა.
„დარღვევების ჩამონათვალი, რომელიც ანდრეი ბელოუსოვმა წარმოადგინა, ჩვენ გადავეცით აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლცს. მე ეს ჩამონათვალი გავუგზავნე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ჩვენ ასევე გავუგზავნეთ ჩვენს წარმომადგენლებს გაერო-სა და ეუთო-ში, რათა მათ კონკრეტული ფაქტებით აჩვენონ, რა ფასი აქვს ამჟამინდელი უკრაინის ხელისუფლების სიტყვას, თუ შეიძლება, მას ხელისუფლება ეწოდოს“ – აღნიშნა ლავროვმა.