“საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში” – ზურაბიშვილი

“საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში მიღებულ კანონებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა“ ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც „აშკარად არ არის დაწერილი საქართველოში“.

“იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთში და ბელარუსშია. მაგალითი რომ მოგცეთ, მხოლოდ დღეს პარლამენტმა სამი სხვადასხვა კანონი მიიღო. რა თქმა უნდა, პარლამენტში საერთოდ არავითარი დებატები არ არის – კანონი კომიტეტების სამ ეტაპს სულ რაღაც სამ დღეში გადის. პირველი ე.წ. ამერიკული FARA კანონია, რომელიც უბრალოდ, ახალი “რუსული კანონია”, რომელიც მეტ ძალაუფლებას აძლევს ხელისუფლებას, რომ შეზღუდონ და შეაკავონ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მეორეს სისხლის სამართალში ხელახლა შემოაქვს “სახელმწიფო ღალატის” მუხლი, რაც საბჭოთა დროს არსებობდა.

მესამე ზღუდავს მედიას და მათ დამატებით შეზღუდვებს უწესებს ფინანსურ კონტროლზე, ასევე, კონტენტის კონტროლზე. ასევე, არის გვერდითი კანონები საჯარო სამსახურზე, რომლების სახელმწიფო მოხელეებისგან მათი უშუალო უფროსებისგან ავტორიზაციის მიღებას მოითხოვს, თუ მათ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა სურთ”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები