სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობას რეგულარულად აქებს. ამის შესახებ, მან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა პარტია „ქართული ოცნება“ ბოლო 13 წლის განმავლობაში.
„შეიძლება პროევროპულობა ზედაპირული იყო და ეს მისაღები იყო, სანამ გამოწვევები გაჩნდებოდა. როგორც კი გამოწვევები გაჩნდა, რუსეთმა ზეწოლის განხორციელება დაიწყო იმ ადამიანებზე, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთს ზეწოლის გარკვეული ინსტრუმენტები აქვს და ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია. ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვან გავლენას იძენს და ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობას რეგულარულად აქებს. საგარეო პოლიტიკური და შიდა პოლიტიკური კურსიც შეიცვალა“, – აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.