,,შავი დღე საფრანგეთის დემოკრატიისთვის”, – ასე აფასებს პარტიის ,,ეროვნული გაერთიანება” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მას არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.
,,ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 31 მარტი საფრანგეთის დემოკრატიისთვის შავი დღეა. მიღებული გადაწყვეტილებით კანონის უზენაესობის პრინციპები სრულად დაირღვა. განაჩენი არ იძლევა ეფექტურად გასაჩივრების შესაძლებლობას, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მოითხოვს”, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
მარინ ლე პენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს