,,ფინეთი გონებრივად უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა, რაღაც მომენტში გაიხსნება”, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა განაცხადა.
,,ამ ეტაპზე, ზუსტად ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება, მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთი იყო და მომავალშიც იქნება ფინეთის მეზობელი, რომელთანაც 1350 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს”, – ამბობს სტუბი.
მისი თქმით, ფინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიული ომის დასრულებაზე და იმაზე, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობების აღდგენის შესახებ დისკუსიების.