გორში, კაცი ხიდიდან გადავარდა

მამაკაცი გორში, კომბინატის ხიდიდან გადავარდა. თვითმხილველების თქმით, ის მოაჯირს მოეჭიდა, შემდეგ კი მაშველებმა ამოიყვანეს.

,,არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ამოიყვანეს მაშველებმა”, – უთხრეს “მოზაიკას”.

მსგავსი შემთხვევა გორში რამდენიმე დღის წინაც მოხდა. მაშინ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ლიახვში ჩავარდა, თუმცა, წყლიდან უვნებელი ამოიყვანეს.

მსგავსი თემები