მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონს შეწყალებას არ სთხოვს

მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონს შეწყალებას არ სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ბირთვულ იარაღს“ შეადარა, რომელიც მისი მიმართულებით სისტემამ ისროლა.

„ისინი თუ ჩვენ წინააღმდეგ ასეთ ძლიერ იარაღს იყენებენ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ არჩევნებში გამარჯვების ზღვარზე ვართ“, – აღნიშნა ლე პენმა.

მისი თქმით, სასამართლოს განაჩენი არ ნიშნავს მის წასვლას პოლიტიკური ცხოვრებიდან და მისი პარტია არ დაუშვებს, რომ ფრანგ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნები მოჰპარონ.

მარინ ლე პენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს

მსგავსი თემები