თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. პროცესს ესწრება ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“ამბობდნენ, რომ მე რუსეთის მონა ვარ, მაგინებდნენ” – ალი ბაბაევი ელისაშვილთან დაპირისპირებაზე

მსგავსი თემები