„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მდინარაძის განცხადებით, ოკუპაციის პირობებში თუ ვინმეს სჯერა, რომ ყავლაშვილი შეძლება მოსკოვში ჩავიდეს, მას პრობლემა აქვს.
“თუკი ამ ქვეყანაში და დღეს ოკუპაციის პირობებში, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პირობებში, ვინმე მართლა დადის, რომელიც დაიჯერებს, რომ ყაველაშვილი შეიძლება ჩავიდეს 9 მაისს მოსკოვში, ამ ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს ჩემი აზრით. შეიძლება ბევრ ადამიანზე ვსაუბრობ და ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ჩემი აზრია და ნუ გამკიცხავთ ძალიან” – განაცხადა მდინარაძემ.