გერმანიის მომავალ მთავრობას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დასჯა სურს. მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კოალიციას უნგრეთისთვის თანხების დაკავებისა და ხმის მიცემის უფლების დროებით შეჩერების მიზნით ევროკავშირზე ზეწოლის გაძლიერება სურს.
„არსებული დამცავი ინსტრუმენტები, წესების დარღვევის პროცედურებიდან და ევროკავშირის თანხების დაკავებიდან დაწყებული და დამთავრებული წევრობის უფლებების შეჩერებით, როგორიც ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლებაა, უფრო თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული“ – ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც Politico ავრცელებს.