დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მოხსენებას რუსული დეზინფორმაციის შესახებ გააკეთებს.
„სესიაზე დეზინფორმაცია რუსეთის ჩარევისა და საქართველოში ჩატარებული 2024 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების კონტექსტში განიხილება“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სესია სამშაბათს, 1 აპრილს, 14:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) გაიმართება