„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, სალომე ზურაბიშვილმა „სამარცხვინო სანახაობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის ჯარის დემორალიზაციას ემსახურება.
„არ შემიძლია დღეს ვიდგე თქვენს წინაშე და არ აღვუდგე იმ საზიზღრობას, რომლითაც ცდილობენ ჩვენი ყურადღება გადაიტანონ და სანახაობად აქციონ. ვსაუბრობ პროკურორ თეა ვიშინსკიზე, ე წ საინვესტიგაციო კომიტეტზე. ეს არც ისტორიის გარკვევას და არც გაგებას ემსახურება ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც შურისძიებას ემსახურება.
ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ, ემსახურება ჯარის სრულ დემორალიზაციას და მცდელობა საზოგადოების დემორალიზაციას. მმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და მომავლის. ცალკეული მოქალაქის მტერი”- განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.