ილონ მასკი მარინ ლე პენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ტრამპის მრჩეველი, ილონ მასკი საფრანგეთის სასამართლოს მიერ მარინ ლე პენის მიმართ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. მან სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„რადიკალური მემარცხენეები როდესაც ვერ იმარჯვებენ დემოკრატიულ კენჭისყრაში, ისინი ბოროტად იყენებენ სამართლებრივ სისტემას, რათა დააპატიმრონ ოპონენტი. ეს არის სტანდარტული მიდგომა მთელ მსოფლიოში“, – წერს ილონ მასკი.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 5 წლით აუკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება, რაც ნიშნავს, რომ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მსგავსი თემები