ლიეტუვაში დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ავრცელებს.
„ლიეტუვაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე წვრთნების დროს სამი ამერიკელი ჯარისკაცის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ამბავი ღრმა მწუხარებით შევიტყვე. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ მეოთხე ჯარისკაცს არ იპოვიან“, – წერს გიტანას ნაუსედა.
გასულ კვირას ლიეტუვაში, სამხედრო წვრთნების დროს ჯავშანმაქანა, რომელშიც ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ჭაობში ჩავარდა.