კახეთში, ბანაკ “მზიანეთის” ტერიტორიაზე უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. ფანტანში ადგილზე მყოფმა მამაკაცმა შეამჩნია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მოხდა.
მცირეწლოვანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და საქართველოში დედასთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვლილს საკუთარ ქვეყანაში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ.