რესპუბლიკის მოედნიდან რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა მიმდინარეობს. ისინი პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან. მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: “დიდება გმირებს!”. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
რუსთაველის გამზირისკენი მსვლელობით მიემართებიან სტუდენტებიც. რუსთაველის თეატრთან შეიკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, სლოგანით: „კულტურა დამოუკიდებლობისთვის“.
საპროტესტო მსვლელობები იგეგმება რეგიონებშიც.