ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ღირსშესანიშნაობებს შორს ერთ-ერთია დრამების კოშკი, რომელიც ტიანმენის ქუჩის ჩრდილოეთით მდებარეობს. თავდაპირველად ის მუსიკალური დანიშნულებით აშენდა, დღეს კი ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
დრამების კოშკის უკან მდებარეობს პეკინის სამრეკლოც. ორივე შენობის მწვერვალიდან პეკინის პანორამული ხედები ხელის გულივით ჩანს. დრამების კოშკის ბოლო სართულზე, დღეში რამდენჯერმე საოცარი წარმოდგენა იმართება. ეს სართული დღეს კულტურულ დარბაზს წარმოადგენს.
ეს არის 47 მეტრ სიმაღლის ხის შენობა, რომლის ზედა სართულზე განთავსებული იყო ერთი უზარმაზარი დოლი და 24 პატარა. დღეს აქ შემორჩენილია მთავარი დოლი და ასევე, 25 წითელი დოლი. სწორედ ამ დარბაზში იმართება ულამაზესი წარმოდგენა, რომელიც ტურისტებს იზიდავს. წარმოდგენა, რომელშიც ყველა დოლია ჩართული, საოცარ სანახაობასა და ჟღერადობას ქმნის.
ძველ ჩინეთში მუსიკალურ ინსტრუმენტებად იყენებდნენ როგორც ზარებს, ასევე დასარტყამებს.
დასარტყამი ჯგუფი ყოველ საათში დილის 9:30 საათიდან აჟღერებს რიტმებს, ბოლო წარმოდგენა კი 16:45 საათზე იმართება. ულამაზესი სანახავი და მოსასმენია ჟღერადობა, რომელიც ამ ისტორიულ დარბაზში ისმის. წარმოდგენა მხოლოდ 5-დან 10 წუთამდე გრძელდება.
პეკინის სამრეკლო და დოლის კოშკები ყველაზე დიდია და კოშკები ოდესღაც დომინირებდნენ ქალაქის ჰორიზონტზე.
აგურისა და ქვის სამრეკლოს დრამების კოშკის ჩრდილოეთით მდებარეობს. ის გამორჩეულია ნაცრისფერი კედლებითა და მწვანე სახურავით. სამრეკლოზე განთავსებულია 63 ტონიანი ბრინჯაოს ზარი, რომელიც ყველაზე დიდია ჩინეთში და რვაკუთხედის ფორმა აქვს.
ორივე კოშკის მწვერვალზე ასვლა არც ისე მარტივია. დაახლოებით 80 ციცაბო საფეხურის უნდა გაიაროთ, რომ მთავარ დარბაზში მოხვდეთ. შეგრძნებაა, თითქოს გვირაბში მიდიხარ და სადღაც მაღალ წერტილზე სინათლე მოჩანს.