,,ზელენსკის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან უკან დახევა სურს” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი მინერალების შესახებ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე უარის თქმა სურს.

„ის ცდილობს, უკან დაიხიოს იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება, დიდი, დიდი პრობლემები“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების სურვილი აქვს.

მსგავსი თემები