,,გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს” – ფიშერი

,,გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს. ადამიანის უფლებების ცუდი მაჩვენებელი = არა ევროკავშირს”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე წერს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში. განხილული იქნა ინფორმაცია ანგარიშების გაყინვის, გამოძიებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების შესახებ, მათ შორის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ, რომელიც უფლებადამცველებს იცავს და მათ უფლებამოსილებას ანიჭებს. გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს. ადამიანის უფლებების ცუდი მაჩვენებელი = არა ევროკავშირს“, – წერს პეტერ ფიშერი.

მსგავსი თემები