„მე ვარ მარინი“ – ორბანი მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს

ვიქტორ ორბანი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის ევროკავშირის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნობას ეხმაურება და მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს.

„მე ვარ მარინი“, – წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.

ცნობისთვის, სოლიდარობის ამგვარი ფორმით გამოცხადება უკავშირდება ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ 2015 წელს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რა დროსაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კამპანია, რომლის მონაწილეებიც ჟურნალის რედაქციას სოლიდარობს უცხადებდნენ შემდეგი გზავნილით „მე ვარ შარლი“ (Je suis Charlie).

მარინ ლე პენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს

მსგავსი თემები