ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამიმ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გასათავისუფლებლად და რომ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლა ეფექტური იყო.
„მზად ვართ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცეცხლის ქვეშ და ვხედავთ, რომ ბზარები ჩნდება. სამხედრო ზეწოლა მუშაობს. მუშაობს იმიტომ, რომ ერთდროულად მოქმედებს. ერთის მხრივ, ის ანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს და, მეორე მხრივ, ქმნის პირობებს ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, საერთაშორისო და საშინაო დონეზე ზეწოლის ქვეშ, „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი და რომ მის ლიდერებს მიეცემათ უფლება, ტერიტორია დატოვონ.
ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა ისაუბროს მძევლების გათავისუფლება-ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფინალურ ეტაპზე.
შეგახსენებთ, “ჰამასის” ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ გუშინ განაცხადა, რომ “ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო.