ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი განახლდა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. პროცესს ესწრებიან ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.

დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურა სავარაუდოდ, მოწმეებს წარადგენს.

მსგავსი თემები