რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს საღამოს დაანონსებული აქციის მონაწილეთა ნაწილი და ორგანიზატორები სცენის დასამონტაჟებლად მივიდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა ერთი ადამიანის გაჩხრეკა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ, ის დააკავეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პარლამენტთან დაკავებული გელა ხასაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დღესვე, პარლამენტთან დაანონსებულია ,,2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ წინააღმდეგ აქციის გამართვაც.