„რუსეთი ცდილობს, აშშ ჩაითრიოს გაუთავებელ, უშინაარსო დისკუსიაში ყალბი პირობების შესახებ” – ზელენსკი

,,პუტინს ომი უნდა. რა უნდა ილაპარაკო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ადამიანმა, რომელსაც ომი უნდა. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც დადუმდება და მის ყველა ნარატივს გადაყლაპავს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.

,,ჩემთვის არ არის საინტერესო მისი წვეულებები ყირიმში და მისი წითელი ხიზილალა, იქნებ ამით მსოფლიოში ჯერ კიდევ ვინმეს აკვირვებს, თუმცა ჩემთვის ისინი დინოზავრები არიან, მათ უბრალოდ ჩვენი გადაყლაპვა უნდათ, ჩვენ კი უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის.

რუსეთი აჭიანურებს მოლაპარაკებებს, ცდილობს, ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრიოს გაუთავებელ, უშინაარსო დისკუსიაში ყალბი პირობების შესახებ, რათა მოიგონ დრო და შემდეგ კიდევ მეტი მიწა დაიპყრონ”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები