გურიაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის, უკანონო შეძენა-შენახვა, დამზადების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან 1978 წელს დაბადებული დ.ხ. და წარსულში ნასამართლევი 1980 წელს დაბადებული თ.ხ.

,,სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“ „ალფა-პვპ“ და „კლეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია, პოლიეთილენის პაკეტები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები