ტრამპი აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იან ტარიფს აწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა.

მისი თქმით, ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა, ხოლო მანქანების იმპორტიორი ბიზნესებისთვის გადასახადების გადახდა უკვე მეორე დღიდან დაიწყება. ავტომობილების ნაწილების გადასახადების დაფარვა მაისში ან მოგვიანებით დაიწყება.

როგორც მან აღნიშნა, ეს ღონისძიება გამოიწვევს ავტომობილების ინდუსტრიის ,,უზარმაზარ ზრდას”, სამუშაო ადგილების მატებას და ქვეყანაში ინვესტიციებს.

ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში მანქანების მნიშვნელოვანი წარმოების დროებით შეჩერებას, ფასების გაზრდასა და მოკავშირეებთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს.

მსგავსი თემები