BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ქალაქ უისეონგში, ხანძრის შედეგად 1 300-წლოვანი ტაძარი განადგურდა. სტიქია საფრთხეს უქმნის სხვა კულტურულ ძეგლებს.
ამ დრომდე 33 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარს სამხრეთ კორეაში 21 მარტიდან ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობა ძლიერი ქარის გამოა გართულებული.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია.