მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, უბედური შემთხვევა მოხდა. ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
მესტიის მერის ინფორმაციით, დაღუპულია ესპანელების ოთხკაციანი ჯგუფის ერთი წევრი, ქალი, რომელიც სრიალის დროს ჩამოწოლილ ზვავში მოყვა.
დაღუპული ადგილობრივი გიდების დახმარებით იპოვეს, ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.