ავარია ქუთაისში – დაღუპულია სამი ადამიანი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საფიჩხიაზე, ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდიდან მანქანა მდინარეში გადავარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა მდინარეში გადავარდა, მასში მყოფი 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები