,,მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო” – ზელენსკი

,,რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძელდება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

,,მოსკოვში ჩვენ არ გვესმის სხვა ენა გარდა ძალის ენისა. ეს ფაქტია. მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო”, – თქვა ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან მაკრონს ახლადგამოცხადებული 2-მილიარდიანი სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა საფრანგეთის ,,ურყევი მხარდაჭერა” რუსეთის წინააღმდეგ ომში.

საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს

მსგავსი თემები