,,უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული ძალების უპირობა გაყვანა, სანქციების მოხსნის მთავარი წინაპირობაა”, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა.
,,უკრაინაში რუსული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დასრულება და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ძალების უპირობო გაყვანა იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შეცვლისთვის ან მოხსნისათვის”, – აღნიშნა ჰიპერმა.