საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს.

,,ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დაუყოვნებელი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. აუცილებელია, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდეს. მე გამოვაცხადე დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება, რაც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, სადაზვერვო საკითხებს გულისხმობს”, – თქვა მაკრონმა.

მსგავსი თემები