ევროპული ძალისხმევა უკრაინაში სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის

ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად, სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის. ამის შესახებ,  „როიტერი“ ვრცელ სტატიას ავრცელებს. დიპლომატები აღიარებენ, რომ რამდენიმე ათასი სამხედროს გაგზავნას უკრაინაში მომავალი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება.

„უკრაინა როდესაც უფრო კარგ ვითარებაში იყო, სამხედრო ძალების გაგზავნის იდეა მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ ამჟამად, იმ ვითარებაში, რომელიც არის და აშშ-ის მიმდინარე ადმინისტრაციის პირობებში, ეს აღარ არის მიმზიდველი“ – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

მსგავსი თემები